ამბიცია მაქვს, რომ 4 წლის შემდეგ თბილისი განსხვავებული იყოს - კახა კალაძე

, 24 სექტემბერი, 2017 - 20:04

ოთხი წლის განმავლობაში შეუძლებელი იქნება ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც 20-25 წლის განმავლობაში გროვდებოდა და დღესაც აქტუალურია, თუმცა, ჩემს გუნდთან ერთად, იმის ამბიცია მართლაც მაქვს, რომ 4 წლის თავზე თბილისი იყოს განსხვავებული და ყველასათვის ხელშესახები იყოს ის რეფორმები, რომლებსაც ჩვენ განვახორციელებთ, - აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ ვაკის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.

მისი თქმით, ეკოლოგიის, ტრანსპორტის და ურბანული განვითარების მიმართულებების გარდა, ყურადღება მიექცევა სოციალურ საკითხებს და სამუშაო ადგილების შექმნას.

„სოციალური პროგრამები გაგრძელდება და განვითარდება. რამდენიმე დღეში კონკრეტულ პროექტებს და პროგრამებს გავაცნობთ საზოგადოებას, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ ამ მიმართულებით მომავალი 4 წლის განმავლობაში. ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა. ტყუილად არ ვამბობ იმას, რომ ამ ადამიანებს სჭირდებათ ჩვენი გვერდში დგომა. უნდა დავანახოთ ადამიანებს, რომ სახელმწიფო ზრუნავს მათზე. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ადამიანი და მისი კეთილდღეობაა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ნაკლები სოციალურად დაუცველი ოჯახი ჰყავდეს ქვეყანას და უფრო მეტი დასაქმებული, რეალიზებული ადამიანი. ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას”, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

კახა კალაძის თქმით, მნიშვნელოვანია ქალაქს დაუბრუნდეს და შეუნარჩუნდეს მისთვის დამახასიათებელი ხიბლი. ამისათვის, თბილისის მერობის კანდიდატი ძველი თბილისის რეაბილიტაციის მასშტაბური სამუშაოების განხორციელებას გეგმავს.

„ჩვენ 500 მილიონის დახარჯვას ვაპირებთ, 4 წლის განმავლობაში, ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციაზე. ეს არის თითოეული ჩვენგანის საგანძური, რომელსაც მოვლა-პატრონობა და მოფრთხილება სჭირდება”, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, დაიხვეწოს მშენებლობის სტანდარტები, ამ პროცესში კი შრომის უსაფრთხოება დაცული იყოს.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრაზე, ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბირბიჩაძე, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ზაზა ხუციშვილი იმყოფებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Invalid argument supplied for foreach()

Filename: vote/list.php

Line Number: 3

  • 2.49
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46
  • A PHP Error was encountered

    Severity: Notice

    Message: Undefined variable: data

    Filename: models/vote_model.php

    Line Number: 34

    ვალუტა

  • პოლიტიკა
  • კულტურა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • მეცნიერება
  • ანალიტიკა
  • თავდაცვა
  • კონფლიქტები
  • ჯანდაცვა
  • განათლება
  • თბილისი
  • რეგიონები
  • უცხოეთის სიახლეები
  • ტექნოლოგიები
  • საინტერესო
  • ეკონომიკა
  • პრესკლუბი
  • სოციალური ქსელი