მივესალმები ყველა ადამიანთან შეხვედრას, რა პროფესიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ის - კახა კალაძე

, 24 სექტემბერი, 2017 - 17:52

ზოგადად, როდესაც, შეხვედრა იგეგმება, ამის შესახებ ამომრჩევლებს ვაწვდით ინფორმაციას. შეკრებებზე მოსულ მოქალაქეებს შორის ზოგი მასწავლებელია, ზოგიც კერძო ან საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანი. პედაგოგებიც ამომრჩევლები არიან და მე მივესალმები ყველა ადამიანთან შეხვედრას, ვინც არ უნდა იყოს და რა პროფესიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ის, - აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ რუსთავი 2- ის ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ეხებოდა.

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე მისულ ამომრჩეველს საჯაროდ, მედიის თანდასწრებით ჰკითხა, წარმოადგენდნენ თუ არა სასწავლო დაწესებულებებს, რაზეც მან უარყოფითი პასუხი მიიღო.

კახა კალაძე დღეს დიღმის მასივის მოსახლეობას შეხვდა და საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები გააცნო.

თბილისის მერობის კანდიდატი თბილისის სხვადასხვა რაიონისა და უბნის მოსახლეობას ყოველდღიურ რეჟიმში ხვდება და მათ საჭიროებებს ადგილზე ეცნობა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.43
  • 3
  • 3.48
  • 0.04
  • 0.59
  • 1.43