კალიფორნიელები სამყაროს აღსასრულის შესახებ ტელევიზიით გააფრთხილეს

, 24 სექტემბერი, 2017 - 13:24

კალიფორნიის შტატის ორინჯის ოლქის ტელემაყურებლებმა ტელევიზიით  სამყაროს აღსასრულის შესახებ საგანგებო განცხადება მოისმინეს, - ამის შესახებ  ადგილობრივი პორტალი The Orange County Register-ი იტყობინება.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, რამდენიმე საკაბელო არხზე მაუწყებლობა შეწყდა და ეკრანებზე "გადაუდებელი გაფრთხილება"  გამოჩნდა, რის შემდეგაც მამაკაცის  ხმამ კატასტროფაზე გააკეთა განცხადება.

"დაიმახსოვრეთ, ძალიან სასტიკი დრო დგება", - განაცხადა მამაკაცმა ეთერში.

 სატელევიზიო კომპანიების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ საგანგებო გაფრთხილება ტელეარხებზე რომელიღაც რადიომაუწყებლობიდან მოხვდა, შესაბამისი სამსახურები კი ინციდენტს გამოიძიებენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59