, 24 სექტემბერი, 2017 - 13:08
ავღანეთის დედაქალაქში, ქაბულში, ნატოს კოლონას თავს დაესხნენ, აფეთქების შედეგად, სულ ცოტა, სამი ადამიანი დაშავდა, - იუწყება ავღანეთის სატელევიზიო არხი 1TV News-ი.
არსებული ინფორმაციით, თვითმკვლელობმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ალიანსის კოლონიდან სიახლოვეს მოიყვანა მოქმედებაში.
ჯერჯერობით აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.