სარაკეტო დარტყმები ამერიკის კონტინენტზე გარდაუვალი ხდება - ჩრდილოეთ კორეის პირველი დიპლომატი

, 24 სექტემბერი, 2017 - 12:46

 ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის ლი იონ ჰოს განცხადებით, კიმ ჩენ-ინის მისამართით გამოთქმულმა შეურაცხმყოფელმა გამონათქვამებმა კიდევ უფრო გარდაუვალი გახადა  სარაკეტო დარტყმები ამერიკის კონტინენტზე.

"არავინ, გარდა დონალდ ტრამპისა, არავინ ახორციელებს თვითმკვლელობის მისიას. მის მიერ გამოთქმული შეურაცხყოფა ნიშნავს იმას, რომ ჩვენი სარაკეტო დარტყმები კიდევ უფრო გარდაუვალი ხდება",  - განაცხადა  ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროს გენერალური ასამბლეაზე  გამოსვლის დროს.

 შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ თეთრი სახლის ხელმძღვანელმა დონალდ ტრამპმა  კიმ ჩენ-ინის ადამიანი-რაკეტა უწოდა, რომელიც საკუთარი თავისა და ხალხის თვითმკვლელობის მისიას ახორციელებს. ამასთან, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს ჩრდილოეთ კორეა არჩევანის საშუალებას არ უტოვებს და მზად არის,  სრულად  გაანადგუროს როგორც მათი ხელმძღვანელი, ისე  მისი რეჟიმი. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6