გიორგი მღებრიშვილი ჩინეთში პირველი სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა

, 24 სექტემბერი, 2017 - 12:04

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი ჩინეთში პირველი სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მღებრიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრს, გუო შენგკუნს შეხვდება.

შინაგან საქმეთა მინისტრი, თავის ჩინელ კოლეგასთან ერთად, ხელს მოაწერს დოკუმენტს - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“, რაც ორ ქვეყანას შორის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავებას და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ისახავს მიზნად.

ჩინეთში ვიზიტის განმავლობაში, გიორგი მღებრიშვილი ასევე ეწვევა პეკინის ტრანსპორტის მართვის ცენტრს.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის რესპუბლიკაში საქართველოს შს მინისტრის ასეთი მაღალი დონის სამუშაო ვიზიტი ამ დრომდე არ შემდგარა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.48
  • 3.03
  • 3.46
  • 0.04
  • 0.61
  • 1.46