თბილისში თავისუფალი ოლიმპიადა გაიმართება

შაბათი, 23 სექტემბერი, 2017 - 11:24

თბილისში მესამედან მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისთვის თავისუფალი ოლიმპიადა  ჩატარდება. ოლიმპიადა 15 ოქტომბერს  მათემატიკის ტურით გაიხსნება.

როგორც ოლიმპიადის ორგანიზატორები აცხადებენ,  მონაწილეებს საინტერესო ტესტი ელით წინ, რომლის 50% სასკოლო მასალის მიხედვითაა შედგენილი, 50% კი ზოგად ცოდნას ამოწმებს. ყველაზე მაღალი შედეგების მქონე 30 მოსწავლე ჰოვერბორდებით დასაჩუქრდება. მეორე და მესამე ადგილზე გასული მოსწავლეები კი მიიღებენ უფასო სასწავლო კურსებს, ატრაქციონებისა და კინო-თეატრების ვაუჩერებს, ფასდაკლების ბარათებს სხვადასხვა კომპანიებისგან და ა.შ.

 რეგისტრაცია  საიტზე friad.ge  22 სექტემბერს დაიწყება და 14 ოქტომბრამდე გაგრძელდება..პირველ ტურში მონაწილეობის მიღება უფასოა. მეორე ტურში გადასულები ასპარეზობისთვის 15 ლარს გადაიხდიან. რაც შეეხება მესამე და გადამწყვეტ ტურს, ის მოსწავლეებისთვის კვლავ უფასოა.

2017 წლის შემოდგომის სეზონზე ოლიმპიადა თბილისში ჩატარდება და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლება ნებისმიერ მოსწავლეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. მომდევნო წლის გაზაფხულის სეზონზე თავისუფალი ოლიმპიადა გეგმავს ოლიმპიადა ჩაატაროს ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში.

"თავისუფალი ოლიმპიადის მიზანი საერთაშორისო ასპარეზზე გასვლაა.  გუნდი აქტიურად იკვლევს სხვადასხვა ქვეყნის ოლიმპიადებსა და განათლების ხარისხის გაზრდისთვის გატარებულ რეფორმებს. საუკეთესო ნიმუშების გაანალიზებასა და დანერგვას კი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში აპირებს.

აღსანიშნავია, რომ გარდა ევროპული სტანდარტებისა, მაგალითი განათლების აზიური სისტემიდანაც უნდა ავიღოთ. ამ მხრივ მოწინავეები დუბაი და სინგაპური არიან, რომელთა  მთელი რესურსი განათლებისკენაა მიმართული. ყველა სკოლაში არის სამეცნიერო ლაბორატორიები, წიგნები, საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. დუბაის სკოლის მოსწავლეებს ყველაზე მაღალი შედეგები აქვთ მათემატიკასა და სამეცნიერო საგნებში, ვიდრე რომელიმე არაბულ ქვეყანას. ინფორმაციული ტექნოლოგიების და პროგრამირების კურსების გარდა მოსწავლეების ეუფლებიან ბიზნესის საფუძველებს, ინოვაციას და არაფორმალურ განათლებას. დუბაიში კარგი კომუნიკაციაა დამყარებული განათლების სექტორსა და შრომის ბაზარს შორის. თუ გავითვალისწინებთ დუბაის გამოცდილებას და ჩავთვლით, რომ ოდესღაც მათაც საკმაოდ დაბალი საფეხურიდან დაიწყეს განათლების შენება, ჩვენი გეგმების რეალობად ქცევა შესაძლებელია", - აცხადებენ ოლიმპიადის ორგანიზატორები..

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46