დედამ შვილები იმიტომ დახოცა, რომ მათში სატანა არ ჩასახლებულიყო

პარასკევი, 22 სექტემბერი, 2017 - 16:45

ელჟბიეტა პლაკოვსკამ თავისი შვილები მხოლოდ იმიტომ დახოცა, რომ მათში სატანა არ ჩასახლებულიყო. დედამ   შვიდი წლის ჯასტინს და  ხუთი წლის ოლივიას დანით 100-ზე მეტი  ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი ორი ძაღლი მოკლა, - იუწყება Mirror-ი.

როგორც დედამ სასამართლოში განაცხადა, მას "შავი ჩრდილი" გამოეცხადა და უბრძანა, რომ შვილები დაეხოცა და ბოლოს თავი მოეკლა.  ამით, როგორც დედა ამბობს,  უნდოდა ბავშვები "მოწამლული სამყაროსგან" ეხსნა.

სასამართლომ დედას  ბრალად პირველი ხარისხის მკვლელობა წაუყენა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.84
  • 3.18
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44