როგორ მზადდებოდა ჩემი შვილის დაჭერა - ელისო კილაძე

პარასკევი, 22 სექტემბერი, 2017 - 14:54

როგორ მზადდებოდა ჩემი შვილის დაჭერა (ბოლო სტატუსი ამ თემაზე) ყველაფერი თითქოს უწყინარი ღლიცინით დაიწყო:

ლექსო თამაზაშვილმა ფეისბუქში დაწერა - მისი წყაროს ინფორმაციით, მე ნარკოდამოკიდებული ვარ! გავიცინეთ და გავატარეთ!

მერე ნარკორეალიზატორობისთვის ნასამართლებმა ქეთევან ზარნაძემ - ოფისში სახარშავი აქვთ გახსნილიო.(იმ დროში ჩარჩა წამალს რომ ხარშავდნენ ) ისევ გავიცინეთ და ყურადღება არ მივაქციეთ.

მერე ლადო სადღობელაშვილმა - ელისოს ქმარი შპრიცებით დარბის კაბინეტშიო - გიას ვინც იცნობს, იმ ქოცებმაც კი გააპროტესტეს!

მერე ნინო ჯღარკავამ, - ნარკომანია ელისოს შვილი და დაიჭირეთო. დარეჯან ლიპარტელიანმა დასტურიო. ამ ქოცქალების ბჟუტურს ვინ უსმენს, ამათ თავი როგორ გავუყადროთ თქო. მერე ამ ქალების არამსგავსებმა ენა შემომაჩვიეს, ჯერ მე, მერე ჩემს ოჯახს და შვილებს!

ასე მომზადდა იდეოლოგიური საფუძველი დათოს დასაჭერად. მერე ნუგზარ ფოფხაძემ ანტრიკოტა წააქეზა - ყველაზე მეტად დათო უყვარს, თუ დაიჭერ, მე გაძლევ პირობას, რომ სამ დღეში მოვა ელისო სალაპარაკოდო!

13 მარტს დათო დაიჭირეს! სამი დღეც გავიდა და სამი კვირაც - არც შვილი გატყდა და არც დედა მივიდა სალაპარაკოდ. შეფიქრიანდნენ და "მხილების"კამპანია დაგეგმეს გოგაშვილის საქათმეში. გიორგი მამაცაშვილმა ელისოს ცოდვის ჭაობიო-პატიმარი ბიჭის ფოტოები გამოდო და სრულიად აპოლიტიკური მარიამიც მიაყოლა. ნესტანი (დომენტიმ) ოფისის არარსებული ამბები გამოფინა. მაგას ბევრი წყაროები ყავსო.

ირინა გოგოსაშვილმა, არიქა ერთი (!!!!) მასალა დამიბლოკაო

მალხაზ თოფურიამ, საიდუმლოდ გავიგე,ქალიშვილი ბიოზე მკურნალობსო

დავით ახრახაძემ - ელისოს ქმარი მოკვლას მიპირებსო

ზაზა სვანაძემ რა დაწერა ვერც თავად გაიგო და ვერც სხვებმა.

ლაშა ნადარეიშვილი, ზაზა დავითაია და გიორგი გიგაური სანდრო ბრეგაძის ხელისბიჭები არიან და სათვალავში არც ვაგდებ! არც გია ბერძენაძე გა -სუსულს!

დღეს,როცა ჩემი შვილი გამართლებული და თავისუფალია, საჯაროდ მინდა გითხრათ - თქვენ ხართ არაადამიანი მკვლელები და ერთად ჩაირეცხებით.თქვენნაირი ბინძური ადამიანების ადგილი მომავლის საქართველოში არ არის. თქვენ კი ჩემო ნაცნობო და უცნობო მეგობრებო, გირჩევთ-მოერიდეთ ამ ადამიანებს, არ გაატაროთ ყველაზე უწყინარი ჭორიც კი. ის შეიძლება ენით აუწერელი მზაკვრობის დასაწყისი იყოს! ჰო, არავისთვის არაფრის პატიებას არ ვაპირებ - ყველა მიიღებთ დამსახურებისამებრ!!! - წერს სოციალურ ქსელში "ქრონიკა+"-ის რედაქტორი ელისო კილაძე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46