შსს-მ საბურთალოზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

პარასკევი, 22 სექტემბერი, 2017 - 17:19

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1982 წელს დაბადებული ფ.ჩ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 16 სექტემბერს თბილისში, ტაშკენტის ქუჩაზე, სასურსათო მაღაზიაში შეიჭრა, მოლარე-ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა, იარაღის მუქარით 360 ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება ყაჩაღობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.84
  • 3.18
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44