შსს-ს თანამშრომლებმა ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გამართულ ველორბოლაში მიიღეს მონაწილეობა

პარასკევი, 22 სექტემბერი, 2017 - 14:43

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სოციალური კამპანიის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში, ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გამართულ ველორბოლას შეუერთდა.

აქციაში შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის სახე, შსს-ს სპორტული კლუბი MIA Force-ის მრბოლელი, ძარიან ავტომობილებში პირველი ქართველი ევროპის ჩემპიონი დათა ქაჯაია, შს სამინისტროს თანამშრომლები, საერთაშორისო ორგანიზაციების და სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები, საჯარო პირები, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები და ველომოყვარულები მონაწილეობდნენ.

ღონისძიება 22 სექტემბერს თბილისში, 12:00-დან 13:00 საათამდე მიმდინარეობდა. ველოგარბენის მონაწილეებმა სტარტი პეკინისა და მიროტაძის ქუჩების კვეთიდან ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით აიღეს. ველომრბოლელთა ნაკადმა სვლა ყაზბეგის გამზირზე გააგრძელა და გარბენი კვლავს პეკინისა და მიროტაძის ქუჩების კვეთაზე დაასრულა.

ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღის აღნიშვნის მიზანია ქალაქების ცენტრალურ უბნებში ნაკლები ავტომობილის მოძრაობა, გარემოზე ზრუნვა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. მოქალაქეები ამ დღეს პირადი ავტომობილით სარგებლობისგან თავს იკავებენ, ფეხით გადაადგილდებიან ან ალტერნატიულ და ეკოლოგიურად უსაფრთხო ტრანსპორტს იყენებენ.

ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში 2000 წლიდან აქტიურად აღინიშნება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45