ალეკო ელისაშვილმა გარემოსდაცვითი სტრატეგია წარადგინა

ხუთშაბათი, 21 სექტემბერი, 2017 - 23:45

თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა ამომრჩევლებს საკუთარი გუნდის მიერ შედგენილი ეკოლოგიის სტრატეგია გააცნო.

ელისაშვილმა იმ კონკრეტულ დაპირებებზე ისაუბრა, რასაც მერად არჩევის შემთხვევაში განახორციელებს:

პროგრამის მიხედვით,

დედაქალაქში: ჯანსაღი ხეების მოჭრა იქნება აკრძალული და მკაცრად გაკონტროლებული,

მოხდება პარკებისა და სკვერების ინვენტარიზაცია. დადგინდება წითელი ხაზები.

არსებული სარეკრეაციო სივრცეების რაოდენობა გაოთხმაგდება, რაც გულისხმობს იმას, რომ დღეს არსებული 3 კვადრატი მწვანე საფარი 1 სულ მოსახლეზე შეიცვლება და იქნება 12 კვ. ანუ, არსებული 300 ჰექტარი გამწვანდება,  გაიზრდება საერთო ჯამში 1200 ჰექტრამდე.

თბილისის ტერიტორიაზე მიმოფანტული ძველი ნაგებობების (ქარხნები, ნანგრევები), რომლებიც ქალაქის ფრაგმენტიზაციას ახდენს და შეადგენს დაახლოებით 1800 ჰექტარს, აღნიშნული ტერიტორიის ნახევარი, კერძოდ 900 ჰექტარი კეთილმოეწყობა, როგორც სარეკრეაციო ზონა.

თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდება მდინარე მტკვრის სრულყოფილი გაწმენდა.

მოხდება მწირე მდინარეების კალაპოტების გახსნა, რაც ხელს შეუწყობს ჰაერის ცირკულაციას და გაწმენდას.

გამხორციელდება მშენებლობების კონტროლი ჰაერის დაბინძურების კუთხით, ამავე პროექტით გამკაცრდება სამშენებლო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის კონტროლი ჰაერის დაბინძურების კუთხით.

მოხდება დენდროლოგიური გეგმის შედგენა უახლესი 20 წლის განმავლობაში ურბანული ხეების სახეობების განსაზღვრით.

ადგილობრივ სანერგე მეურნეობებს შეეწყობა ხელი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Invalid argument supplied for foreach()

Filename: vote/list.php

Line Number: 3

  • 2.49
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46
  • A PHP Error was encountered

    Severity: Notice

    Message: Undefined variable: data

    Filename: models/vote_model.php

    Line Number: 34

    ვალუტა

  • პოლიტიკა
  • კულტურა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • მეცნიერება
  • ანალიტიკა
  • თავდაცვა
  • კონფლიქტები
  • ჯანდაცვა
  • განათლება
  • თბილისი
  • რეგიონები
  • უცხოეთის სიახლეები
  • ტექნოლოგიები
  • საინტერესო
  • ეკონომიკა
  • პრესკლუბი
  • სოციალური ქსელი