პეკინის რეაბილიტაცია წლის ყველაზე ამბიციური პროექტია - დავით ნარმანია

ხუთშაბათი, 21 სექტემბერი, 2017 - 12:13

პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია 2017 წლის ყველაზე მასშტაბური და ამბიციური პროექტია, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ პეკინის ქუჩაზე დასრულებული სამუშაოების შეჯამებისას განაცხადა.

ნარმანიას თქმით, სამუშაოების დაწყებამდე იყო ბევრი კითხვა და ბევრი ეჭვი, თუმცა პროექტი უმოკლეს ვადაში, საკმაოდ წარმატებით დასრულდა.

„მსგავსი მოცულობითი სამუშაოები პეკინის ქუჩაზე ბოლო 50-60 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა. მე მინდა, ყველას მოგილოცოთ ამ მასშტაბური პროექტის წარმატებით დასრულება“ - განაცხადა თბილისის მერმა.

დავით ნარმანიამ პროექტის წარმატებით დასრულებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის კომპანიებს „Gwp“-სა და „Black Sea Group“-ს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ორივე კომპანიამ სამუშაოების მიმდინარეობისას უდიდესი კორპორაციული პასუხისმგებლობა, კოორდინირებული მუშაობა და პროფესიონალიზმი აჩვენა.

„გარდა „Gwp“-ის და „Black Sea Group“-ისა, მინდა მადლობა გადავუხადო მერიის კეთილმოწყობის სამსახურს, განსაკუთრებით კი, სამსახურის უფროსს - გივი კუბლაშვილს და მის მოადგილეს - ჰამლეტ ჟიჟიაშვილს, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით 24 საათიან რეჟიმში მუშაობდნენ პეკინის რეაბილიტაციის წარმატებით დასრულებისათვის. ასევე დიდი მადლობა მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დედაქალაქის მერმა გამოჩენილი მოთმინებისა და მხარდაჭერისათვის განსაკუთრებული მადლობა თბილისელებსაც გადაუხადა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.48
  • 3.03
  • 3.46
  • 0.04
  • 0.61
  • 1.46