ოთხშაბათი, 20 სექტემბერი, 2017 - 14:25
მექსიკაში ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, ვულკანი პოპოკატეპეტლი გააქტიურდა. მეხიკოსთან ახლოს მდებარე ვულკანიდან კვამლის სვეტი ამოიფრქვა.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, მექსიკელმა სეისმოლოგებმა ვულკანი ერთ-ერთ ყველაზე მაღალ დონედ - "წითელი განგაში" - შეაფასეს.
ვულკანი 22 აგვისტოსაც გააქტიურდა, როდესაც ფერფლი ოთხი კილომეტრის სიმაღლეზე ამოიფრქვა.