უნდა შევაჩეროთ ნებისმიერი უჭკუო, ვისაც სურს კონტროლი დააწესოს მთელ მსოფლიოზე - მაიკ პენსი

ოთხშაბათი, 20 სექტემბერი, 2017 - 18:59

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის განცხადებით,  აუცილებელია შეაჩერონ ის, ვისაც სურს მთელ მსოფლიოზე კონტროლის დაწესება. აღნიშნულის შესახებ პენსმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, ხოლო მისი გამოსვლა ორგანიზაციის ვებ-გვერდზე განთავსდა.

"ჩვენ უნდა შევაჩეროთ ნებისმიერი უჭკუო ადამიანი, ვისაც სურს გააკონტროლოს მთელი მსოფლიო.  ჩვენ ასევე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ მშვიდობა მსოფლიოში, რისთვისაც  შეიქმნა გაერო, მაგრამ 21-ე საუკუნეში გაეროს როლი შესწორებებს მოითხოვს", - განაცხადა  ვიცე-პრეზიდენტმა.

პენსის თქმით, მშვიდობის შენარჩუნება არა მხოლოდ სამშვიდობოებს, არამედ ქმედებებსაც მოითხოვს. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.25
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44