ევროპარლამენტარების დელეგაცია საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში პრეზიდენტის როლს მიესალმება

ოთხშაბათი, 20 სექტემბერი, 2017 - 16:56

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წარმომადგენლებს საკონსტიტუციო ცვლილებების ოპოზიციასთან შეთანხმებული დოკუმენტი წარუდგინა და საკონსტიტუციო რეფორმის ძირითად პრინციპებზე საკუთარი ხედვა გააცნო.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის მრჩევლები ესწრებოდნენ, ისაუბრეს ასევე ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე და ამ პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, ბუნებრივია ევროკავშირისათვის, როგორც ჩვენი მთავარი პარტნიორისთვის მნიშვნელოვანია, იყოს ინფორმირებული ყველა იმ მთავარ პოლიტიკურ მოვლენაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხდება. ევროკავშირის დელეგაციას აინტერესებდა საქართველოს პრეზიდენტის აზრი მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებთან და აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით.

ევროკავშირი - საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარის საჯად კარიმის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო დებატების პროცესის დინამიკასთან დაკავშირებით მოაწოდა ინფორმაცია.

"ევროპარლამენტის თვალსაზრისით, ჩვენ ვაგრძელებთ ვენეციის კომისიის მხარდაჭერას და ვემხრობით მათ რეკომენდაციებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ჩვენ მოველით ისეთ დასკვნას, რომელიც რეალურად თითოეული ქართველის ინტერესშია, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებისა და რა თქმა უნდა, პრეზიდენტი და მისი ოფისი ძალიან რეალურ როლს თამაშობს ამ დასკვნის განხორციელებაში”, -განაცხადა საჯად კარიმმა

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45