„ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის“ მაგისტრალურ გაზსადენზე ახალი საჰაერო გადასასვლელი აშენდა

ოთხშაბათი, 20 სექტემბერი, 2017 - 15:12

 საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა, სტეფანწმინდაში „ჩრდილოეთ კავკასია- ამიერკავკასიის“ მაგისტრალური გაზსადენის მდინარე ყუროს ხევის მონაკვეთზე აშენებული ახალი საჰაერო გადასასვლელი მოინახულეს.

,,ეს არის უნიკალური საინჟინრო ნაგებობა რომელიც ქართული კომპანიების მიერაა აშენებული, ეს არის სტრატეგიული ინფრასტრუქტურა, რადგან ამ ინფრატრუქტურაზეა დამოკიდებული სომხეთისთვის გაზის მიწოდება. ასევე, ჩვენი ქვეყანა ამ მაგისტრალიდან იღებს სატრანზიტო შემოსავლებს. " - განაცხადა ილია ელოშვილმა.

1200მმ დიამეტრის მაგისტრალური გაზსადენის აღნიშნული მონაკვეთი მდინარის კალაპოტში მიწისქვეშ გადიოდა, რაც ამ მდინარესთან დაკავშირებული უკიდურესად რთული ჰიდროლოგიური და გეოლოგიური პირობების გათვალისწინებით, მილსადენის უსაფრთხო ფუნქციონირებას საფრთხეს უქმნიდა. ახალი გადასასვლელის ექსპლუატაციაში მიღებით ამაღლდება გაზსადენის უსაფრთხოება და გაზმომარაგების სისტემა დაცული იქნება სტიქიური მოვლენებისაგან.

პროექტის ღირებულებამ 1 421 574 ლარი შეადგინა და მისი მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულმა ქართულმა კომპანიამ შპს „ელიტაბურჯმა“-მა განახორციელა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.48
  • 3.03
  • 3.46
  • 0.04
  • 0.61
  • 1.46