ძლიერი მიწისძვრა მექსიკაში - არიან დაღუპულები და დაკარგულები

ოთხშაბათი, 20 სექტემბერი, 2017 - 10:33

მექსიკაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.  არიან დაღუპულები და დაკარგულები. თავდაპირველი მონაცემებით, დაღუპულია  248 ადამიანი, თუმცა მათი რიცხვი  მუდმივად იზრდება.

უკანასკნელი ინფორმაციით, მეხიკოში 117 ადამიანი გარდაიცვალა, დანარჩენი სხვადასხვა რეგიონებში. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დედაქალაქში ათობით სახლი დაინგრა. 20-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა და კიდევ 30-მდე დაკარგულია. 

მაშველები და მოხალისეები ცდილობენ, ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადარჩენა მოახერხონ. 

ამ დროისთვის  მეხიკოს აეროპორტი დახურულია. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.57
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.37
  • 1.51