როგორც კი შევალთ მერიაში, მაშინვე დასრულდება უმსგავსობა, რაც პარკირებასთან დაკავშირებით ხდება - კახა კალაძე

ორშაბათი, 18 სექტემბერი, 2017 - 21:44

როგორც კი შევალთ მერიაში, მაშინვე დასრულდება ის უმსგავსობა, რაც პარკირებასთან დაკავშირებით ხდება ქალაქში და თბილისელებს ექნებათ შესაძლებლობა, ნორმალურ გარემოში დააპარკინგონ ავტომანქანები,- აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ სატრანსპორტო პოლიტიკის წარდგენისას პარკირების სისტემასთან დაკავშირებით გააკეთა.

პრეზენტაციაზე იურისტმა ირაკლი ხმალაძემ ის ადგილმდებარეობები დაასახელა, სადაც მიწისქვეშა პარკირების ადგილები მოეწყობა. კერძოდ, ცენტრალური რკინიგზის სადგური, მეტროსადგური „მარჯანიშვილი“, პუშკინის მოედანი, თბილისის საკონცერტო დარბაზი, მეტროსადგური ისანი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი, თბილისის მერია, გულიას მოედანი, მეტროსადგური ვარკეთილი და გეგეშიძის ბაღი.

მისივე თქმით, ეს იქნება ჯამში 3000 ავტომანქანაზე გათვლილი ავტოსადგომები. პრეზენტაციისას, ასევე, აღნიშნა რომ სატრანპორტო პოლიტიკის პრიორიტეტული ნაწილი იქნება ფეხით მოსიარულეთა ინტერესები. კერძოდ, სავალი ნაწილისა და გადასასვლელების უსაფრთხოება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45