კახა კალაძემ საზოგადოებას სატრანსპორტო პოლიტიკა და მისი ძირითადი მიმართულებები წარუდგინა „

ორშაბათი, 18 სექტემბერი, 2017 - 21:27

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ საზოგადოებას, პროგრამული ხედვის ფარგლებში, სატრანსპორტო პოლიტიკა და მისი ძირითადი მიმართულებები წარუდგინა.

სატრანსპორტო პოლიტიკა მოიცავს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების და მგზავრობის ხელმისაწვდომობის ამაღლებას, სატრანსპორტო საშუალებებით გამოწვეული ჰაერის დაბინძურების არსებით შემცირებას და ტრანსპორტირებისა და მგზავრობის მომსახურების ხარისხის ამაღლებასა და უსაფრთხოების ზრდას.

მერობის კანდიდატმა განსაკუთრებული ყურადღება დედაქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მდგომარეობა ძალიან მძიმეა და ამ მიმართულებით თბილისში მნიშვნელოვანი პროექტებია განსახორციელებელი.

„ზოგადად, ეკოლოგია და ეკოლოგიური თვალსაზრისით პროექტების განხორციელება ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“, - განაცხადა მან.

ამასთან, კალაძემ პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ღონისძიებაზე იმყოფებიან დარგის სპეციალისტები, რომლებიც სატრასპორტო პოლიტიკის მომზადების პროცესში და იმისთვის, რომ ქალაქში სამომავლოდ ბევრი სწორი პროექტი განხორციელდეს, თვეების განმავლობაში მის გუნდთან ერთად მუშაობდნენ.

„ასევე ძალიან მიხარია, რომ ბევრი ახალგზარდაა დღეს ჩვენთან წარმოდგენილი. მინდა გითხრათ, ჩვენ ერთად უნდა ვაშენოთ ჩვენი ქვეყანა, ერთად უნდა განვავითაროთ ჩვენი დედაქალაქი და თქვენ როლი. ახალგაზრდების როლი ამ საქმეში არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და მჯერა, რომ თქვენი თანადგომა გვექნება. ეს ქალაქი არის თითოეული ჩვენთაგანის და ერთად უნდა მოვახერხოთ, რომ თბილისი ძალიან მალე გახდეს სიცოცხლით სავსე ქალაქი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5