სააკაშვილის არც დაკავება და არც ექსტრადირება არ მოხდება - უკრაინის გენპროკურორი

ორშაბათი, 18 სექტემბერი, 2017 - 13:45

სააკაშვილის არც დაკავება და არც  ექსტრადირება არ მოხდება, - აღნიშნულის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო აცხადებს.

გენპროკურორის განცხადებითვე, მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გაძევებული უკრაინიდან და არც  საზღვარზე  მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით არ იქნება დაკავებული.

თუმცა, როგორც პროკურორი აცხადებს, პრობლემები შეექმნება მათ, ვინც უკრაინის მესაზღვრეებს არ დაემორჩილა, ხოლო ისინი, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ საზღვრის დამცველებს, სისხლის სამართალის პასუხისმგებლობა ემუქრება.

"საზღვრის გადამკვეთების წინააღმდეგ სისხლის სამართალწარმოება დაიწყო, თუმცა მათი დაკავება არ მოხდება. მათ კი, რომლებმაც უკრაინელ მესაზღვრეებს ცემეს, 7-წლიანი ციხე ემუქრებათ, რათა ყველა პოლიტიკოსმა გაიგოს -  შეიძლება მოაწყო აქციები ან მიტინგები, მაგრამ არ შეიძლება ცემო  ჯარისკაცი, რომელიც  უკრაინის საზღვარს იცავს", - განაცხადა იური ლუცენკომ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 26 ივლისს ჩამოართვეს, როდესაც ის აშშ-ში იმყოფებოდა.  სააკაშვილი ამერიკის შემდეგ ევროპის ქვეყნებს ეწვია -  პოლონეთში, ლიტვაში, უნგრეთსა და შვეიცარიაში შეხვედრები გამართა, 10 სექტემბერს კი  უკრაინისკენ გამოემართა. კრაკოვეცისა და პერემიშლის სასაზღვრო პუნქტებიდან უკრაინაში შესვლის უშედეგო მცდელობის შემდეგ,  შეგინის სასაზღვრო პუნქტთან მივიდა. უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა მისმა  მხარდამჭერებმა საზღვართან მოწყობილი  კორდონი გაარღვიეს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეიჭრნენ და სააკაშვილი ნეიტრალური ტერიტორიიდან უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.  

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Invalid argument supplied for foreach()

Filename: vote/list.php

Line Number: 3

  • 2.49
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46
  • A PHP Error was encountered

    Severity: Notice

    Message: Undefined variable: data

    Filename: models/vote_model.php

    Line Number: 34

    ვალუტა

  • პოლიტიკა
  • კულტურა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • მეცნიერება
  • ანალიტიკა
  • თავდაცვა
  • კონფლიქტები
  • ჯანდაცვა
  • განათლება
  • თბილისი
  • რეგიონები
  • უცხოეთის სიახლეები
  • ტექნოლოგიები
  • საინტერესო
  • ეკონომიკა
  • პრესკლუბი
  • სოციალური ქსელი