შს მინისტრის მოადგილემ სამართლის სკოლის სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

ორშაბათი, 18 სექტემბერი, 2017 - 14:17

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი შსს-ს აკადემიაში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

შს მინისტრის მოადგილემ სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ შსს-ს აკადემიის რექტორი, გივი მიქანაძე, სამინისტროს თანამშრომლები, აკადემიის სტუდენტები და კურსდამთავრებულები.

შსს-ს აკადემიის სამართლის სკოლა უკვე მესამე წელია სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტთა მიღებას ახორციელებს. პროგრამის მიზანია უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის შესაბამისი დონის სპეციალისტების მომზადება და სტუდენტთა, როგორც ეროვნული, ასევე, საერთაშორისო სამართლებრივი სივრცის მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიკაციით აღჭურვა.

პროგრამის განმავლობაში სტუდენტები თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, ტაქტიკურ და ფიზიკურ მომზადებას და საწარმოო პრაქტიკას გადიან. ასევე, სარგებლობენ შსს-ს აკადემიის თანამედროვე ინფრასტრუქტურით, მათ შორის, ბიბლიოთეკით, სადაც მათთვის საჭირო ყველა სახის უახლესი სასწავლო ლიტერატურაა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45