ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ლიდერმა საკუთარი მისია დაასრულა

ორშაბათი, 18 სექტემბერი, 2017 - 13:46

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის (NATO Core Team) ლიდერის გაცილების ცერემონია გაიმართა.

პოლკოვნიკი ტორსტენ კიოლერი საქართველოში საკუთარ მისიას ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ასრულებდა. SNGP-ის ძირითადი ჯგუფის ლიდერის პოზიციაზე პოლკოვნიკ ტორსტენ კიოლერს შეცვლის I რანგის კაპიტანი შტეფან ანიგჰოფერი, რომელიც მოვალეობას ოქტომბრიდან შეასრულებს.

გაცილების ღონისძიებაზე ძირითადი ჯგუფის გერმანელი ლიდერი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებულად და ეფექტურად განხორციელებისათვის საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის მედლით დააჯილდოვა. თავდაცვის მინისტრმა პოლკოვნიკ ტორსტენ კიოლერს საქართველოში ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები - ლელა ჩიქოვანი, ნუკრი გელაშვილი, ზაალ კაპანაძე, გიორგი ბუთხუზი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე დაესწრნენ. SNGP-ის ძირითადი ჯგუფის ლიდერის დაჯილდოების ცერემონიალზე, ასევე ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ, საქართველოში აკრედიტებული ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის ატაშეები, აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC), საქართველოში აშშ-ის თავდაცვის სისტემის გამოყენებითი ჯგუფისა (CUBIC) და თავდაცვის უწყების სხვა წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5