ლილოს ნაგავსაყრელზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა აშენდება

ორშაბათი, 18 სექტემბერი, 2017 - 11:23

ლილოს ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე ეკოლოგიურად სუფთა, ევროსტანდარტებთან შესაბამისი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა აშენდება.

როგორც მერიის განცხადებაშია ნათქვამი,  ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე თბილისის მერიის მიერ ინტერესთა გამოხატვის გამარჯვებული კომპანია „კა დე ვე ჯორჯია“ გახდა.

პროექტი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის სრულ ციკლს მოიცავს, რაც გულისხმობს ნარჩენების სორტირება-რეციკლირებას (პოლიმერები, ცელულოზა, ტექსტილი, შუშა, მეტალი, ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ვინილი და სხვა) და გადამუშავებას თანამედროვე, ნოუ-ჰაუ KDV ტექნოლოგიით - დახურულ უჟანგბადო სივრცეში. სხვა მეთოდებისგან განსხვავებით, დამუშავების ასეთი წესი გარემოს არ აზიანებს. ტექნოლოგიური ციკლის ბოლოს, ნარჩენების გადამუშავების გერმანული KDV ტექნოლოგიის მეშვეობით ორი ძირითადი სარეალიზაციო პროდუქტი მიიღება: ევრო-5 სტანდარტის სინთეტიკური დიზელი და ბიტუმი (ასფალტის წარმოებისთვის).

კომპანია მისი ძირითადი პროდუქტების - დიზელისა და პოლიმერების საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტს, ხოლო სხვა პროდუქტების, როგორებიცაა მაგალითად, ბიტუმი და მეტალის ჯართი- ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციას გეგმავს.

ლილოს ნაგავსაყრელის  ქარხნის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულებას  თბილისის მერიაში  თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, ლევან ჯღარკავამ და კომპანია „კა დე ვე ჯორჯიას“ დირექტორმა, ვაჟა სამადბეგიშვილმა ორი დღის წინ  მოაწერეს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.43
  • 3
  • 3.45
  • 0.04
  • 0.59
  • 1.43