ბერლინის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ რაიონში აფხაზეთის „სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ წარმომადგენლობა გაიხსნა

შაბათი, 16 სექტემბერი, 2017 - 15:57

ბერლინში,  ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ რაიონში აფხაზეთის „სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ წარმომადგენლობა გაიხსნა. წარმომადგენლობას  გერმანიის მოქალაქე ვოლფგანგ მაცკე უხელმძღვანელებს, - ინფორმაციას apsnypress-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, წარმომადგენლობის გახსნას წინ უძღოდა მრავალწლიანი მოლაპარაკებები გერმანიის ხელისუფლებასთან.

"წარმომადგენლობის გახსნის პრეზენტაციას ესწრებოდნენ  რუსეთის ფედერაციის სავაჭრო პალატის წარმომადგენელი გერმანიაში სერგეი ნიკიტინი, გერმანიის ბიზნესწრეების წარმომადგენლები,  მეცნიერები, ბუნდესტაგის დეპუტატები, ჟურნალისტები და საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც წლების განმავლობაში ძალისხმევას არ იშურებდნენ აფხაზეთის რესპუბლიკის იმიჯის პოპულარიზაციისაა და საერთაშორისო სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის", - წერია გამოცემაში.

აფხაზური დელეგაცია გენადი გაგულიას ხელმძღვანელობით, გერმანიას  12-დან 14 სექტემბერს სტუმრობდა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.97
  • 3.36
  • 0.04
  • 0.71
  • 1.45