ბერლინში აფხაზეთის „სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ წარმომადგენლობის გახსნასთან დაკავშირებით, გიორგი თევზაძე საგარეო უწყებას და გერმანიის ელჩს მიმართავს

, 17 სექტემბერი, 2017 - 15:54

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე ბერლინში აფხაზეთის „სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ წარმომადგენლობის გახსნასთან დაკავშირებით, საქართველოს  საგარეო სამინისტროს და  საქართველოში აკრედიტებულ გერმანიის ელჩს მიმართავს და შესაბამის გადაუდებელ რეაგირებას  მოითხოვს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

"ბერლინში ოკუპირებული აფხაზეთის „სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ წარმომადგენლობის გახსნა უნდა შეფასდეს საქართველოს მიმართ არამეგობრულ ქმედებად,  რითაც იგნორირებულია საერთაშორისიო სამართლით აღიარებული ნორმებიც.

მივმართავ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე საქართველო ში აკრედიტებულ გერმანიის ელჩს, გაატარონ შესაბამისი რეაგირება ამ უნებლიე შეცდომის თუ შეგნებული ქმედების აღსაკვეთად, რათა მომავალში არ ჰქონდეს ადგილი ანალოგიურ ფაქტებს საქართველოს მიმართ.

 ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოს, ვინც პატივს სცემს საერთაშორისოდ აღიარებულ სამართლის ნორმებს და ღირებულებებს,  ევალება პატივი სცენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას", -. აღნიშნულია უფლებადამცველის გიორგი თევზაძის მიერ გავრცელებულ განცხადება-მიმართვაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61