გამიფხიზლდით!!! სამშობლოს შველა ჭირდება - სანდრო ბრეგაძე მონაცემებს აქვეყნებს

, 17 სექტემბერი, 2017 - 12:40

ეს დიდი ღალატია, ღალატი,ყველამ წაიკითხეთ და დადექით ქართული მარშის გვერდით, რათა ქართველი საქართველოში ეთნიკურ უმცირესობად არ გადაიქცეს, - აცხადებს მოძრაობა ,,ეროვნულების“ თავმჯდომარე და "ქართველთა მარშის" ერთ-ერთი ორგანიზატორი  სანდრო ბრეგაძე და საქართველოში ჩამომსვლელთა რაოდენობის მონაცემებს აქვეყნებს.

"2017 წელს ისლამური ქვეყნებიდან 300% გაიზარდა საქართველოში ჩამომსვლელთა რაოდენობა. ეს ისტორიაში ყველაზე დიდი მაჩვენებელია.მათგან რამდენი დარჩა არალეგალურად საქართველოში, უცნობია.

2017 წლის შვიდ თვეში ახლო აღმოსავლეთიდან საქართველოში ვიზიტორების რაოდენობამ 78 ათასს გადააჭარბა. ამ პერიოდში მხოლოდ საუდის არაბეთიდან საქართველოში ჩამომსვლელთა რაოდენობა, შარშანდელთან შედარებით, 217%-ით გაიზარდა, დაახლოებით 180%-ით გაიზარდა ქუვეითიდან და თითქმის 400%-ით - იორდანიიდან ჩამოსულითა რაოდენობა.

საქსტატის მონაცემებით, 2017 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოს მოსახლეობა შემცირდა. ამჟამად საქართველოს მოსახლეობა 3 მილიონ 718 ათას 200 ადამიანია. ეს 15%-ით ნაკლებია 2002 წლის მონაცემებთან შედარებით. სპეციალისტების აზრით, მოსახლეობის რაოდენობის შემცირების ძირითადი მიზეზი სიკვდილიანობის მომატება, შობადობის შემცირება და უცხოეთში მიგრაციაა.

2017 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, სიკვდილიანობის მაჩვენებელმა შობადობას 1,6%-ით გადააჭარბა. გარდაცვალების ყველაზე მაღალი პროცენტი საქართველოს მაღალმთიან რეგიონებზე მოდის.

გამიფხიზლდით!!! სამშობლოს შველა ჭირდება. ერთად გადავარჩინოთ საქართველო!!!", - წერია ქართული მარშის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45