ფრენბურთის არენას ოლიმპიური ჩემპიონის - ვაჟა კაჭარავას სახელი მიენიჭა

შაბათი, 16 სექტემბერი, 2017 - 12:54

ახალი თბილისის ტერიტორიაზე მდებარე ფრენბურთის არენას ოლიმპიური ჩემპიონის, ვაჟა კაჭარავას სახელი მიენიჭა.

სახელობითი დაფის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს თავად ვეტერანმა სპორტსმენმა ვაჟა კაჭარავამ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან და სპორტის დეპარტამენტის უფროს ირაკლი დოლაბერიძესთან ერთად, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილმა, ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ირაკლი ჩაჩუამ, ოლიმპიელის ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა და კოლეგებმა.

ვაჟა კაჭარავას ოლიმპიური თამაშების გარდა, მოპოვებული აქვს ევროპის ჩემპიონის ტიტული, მსოფლიოს ჩემპინატის ბრინჯაოს მედალი და არაერთი ინდივიდუალური პრიზი. დღესვე ვაჟა კაჭარავას სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ დაწესებული უმაღლესი ჯილდო ვეტერან სპორტსმენს მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გადასცა.

„ქართული სპორტის ისტორიას არაერთი დიდი გამარჯვება და წარმატებული, ტიტულოვანი სპორტსმენი ახსოვს, თუმცა მათ შორისაც არიან გამორჩეული ათლეტები, რომლებმაც უდიდესი ეპოქა შექმნეს და ჩვენი სპორტის მატიანეში გამორჩეული ადგილი დაიკავეს. ასეთი გახლავთ ვაჟა კაჭარავა, უდიდესი სპორტსმენი, რომელმაც ქართველ გულშემატკივარს დაუვიწყარი ემოციები და გამარჯვებები აჩუქა. ოლიმპიური ჩემპიონობა, ევროპირველობის მოგება თუ არაერთი ინდივიდუალური პრიზი მის უმაღლეს კლასზე მეტყველებს. სასიხარულოა, რომ ფრენბურთის არენას მის სახელს ვანიჭებთ. ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ სულ რამდენიმე დღეში თბილისში ვმასპინძლობთ ქალ ფრენბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ერთი ჯგუფის თამაშებს, რაც კიდევ ერთი გამოწვევა და ქართული სპორტის გამარჯვებაა. დიდი მადლობა ვაჟა კაჭარავას წლების მანძილზე მონიჭებული სიხარულისთვის და წარმატებები ჩვენს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე“ - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

მინისტრი ასევე დაესწრო ნაკრების ვარჯიშს. ქალ ფრენბურთელთა გუნდი 2017 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, რომელიც 22 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოსა და აზერბაიჯანში ერთობლივად ჩატარდება. აზერბაიჯანში გაიმართება A,C და D ჯგუფების თამაშები, ხოლო თბილისში 22-24 სექტემბერს (3 სათამაშო დღე) ჩატარდება B ჯგუფის თამაშები, სადაც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ფრენბურთელ ქალთა ეროვნული ნაკრები. მათი მეტოქეები იქნებიან - ბელარუსის, იტალიისა და ხორვატიის ეროვნული გუნდები. თითოეული ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე გადის 3 გუნდი, რის შემდეგაც ბაქოში 26 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე გაიმართება ფლეი-ოფები და ფინალური თამაშები.

თბილისში გასამართი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფის მატჩები “Check in Georgia“-ს პროექტის ფარგლებში შედგება.

ვაჟა კაჭარავა დაიბადა 1937 წლის 2 იანვარს, თბილისში. 1955-64 წლებში თამაშობდა თბილისის „ბურევესტნიკში“ და 1965-71 წლებში კი მოსკოვის „დინამოში“, იყო ამ გუნდების კაპიტანი. სსრკ ნაკრების წევრი 1959-67 წლებში. 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი 1967 წელს და მესამე პრიზიორი 1963 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი 1966 წელს, მსოფლიოს თასის მფლობელი 1965, მსოფლიო უნივერსიადის ორგზის ჩემპიონი 1963, 1965, სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი 1965, სსრკ ხალხთა სპარტაკიადების ორგზის მეორე 1967, 19 71 და მესამე 1963 პრიზიორი. იყო მოსკოვის ბაუმანის სახელობის ტექნიკური სასწავლებლის გუნდის (1973-81 წლებში თამაშობდა სსრკ უმაღლეს ლიგაში), სსრკ ახალგაზრდული ნაკრების 1976-77, სსრკ სტუდენტური ნაკრების 1977 და საქართველოს ნაკრების 1984-94 მთავარი მწვრთნელი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, რუსეთის ფედერაციისა და სსრკ დამსახურებული მწვრთნელი.

1990 წელს დაასახელეს სსრკ საუკეთესო მწვრთნელთა შორის. ღირსების, ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და სეოკის ორდენების კავალერი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეს გარყვნილ ევროპაში ხდება - სულა სულაშვილი შეცდომები შეცდომებზე დააშვებინა პოროშენკოს, ბოლომდე გააბანძა - ირაკლი ტაბლიაშვილი როგორი ლოკალური და მიკროა მთელი ქართული პოლიტიკა სააკაშვილთან შედარებით - ნიკა გვარამია საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შესთხოვოს მამაზეციერს, რომ პოროშენკო მას მაინც თუ დაიჭერს, საქართველოში აღარ გამოუშვას - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილზე ვაცხადებ, ხელისუფლება მომავალ არჩევნებში კიდევ ერთხელ გაჟიმავს ოპოზიციას - ირაკლი წერეთელი ქართულმა სახელმწიფომ დაამტკიცა, რომ ქართულ ეკლესიაში არიან პატრიარქის თუ არა, საერთოდ ადამიანის მკვლელობის მოსურნე სასულირო პირები - გაიოზ მამალაძის რჩევა ხელისუფლებას

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.47
  • 2.97
  • 3.34
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46