საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების ევროპულ ცენტრში გამართულ სემინარს დაესწრო

პარასკევი, 15 სექტემბერი, 2017 - 10:49

 ქართველმა, უკრაინელმა და მოლდოველმა დეპუტატებმა, ამერიკელ და ევროპულ პარტნიორებთან ერთად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს. გერმანიაში, ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების ევროპულ ცენტრში გამართულ სემინარზე დისკუსია გაიმართა რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას წინაშე არსებულ საერთო გამოწვევებსა და საფრთხეებზე, რუსეთის მიერ სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიების ოკუპაციაზე, ენერგეტიკული და ინფორმაციული პოლიტიკის ზეწოლის ბერკეტების გამოყენებაზე.

კანონმდებლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რუსეთის აგრესიული ქმედებების, მათ შორის, ჰიბრიდული საფრთხეების ფონზე, აუცილებელია არსებული თანამშრომლობის ფორმატების გაფართოება, კოორდინაციის გაუმჯობესება და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება. ღონისძიებაზე, ასევე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ევროპის უსაფრთხოების გარემო და ევროკავშირის გლობალური სტრატეგია, კანონმდებლების როლი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, სტრატეგიული კომუნიკაცია, ნატო-ს როლი აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების გამტკიცებაში.

საერთაშორისო სემინარს საპარლამენტო დელეგაცია თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილის ხელმძღვანელობით დაესწრო. სემინარში მონაწილეობა კომიტეტის წევრებმა - ირაკლი ბერიამ, ბექა ოდიშარიამ, ოთარ ჩრდილელმა, ირაკლი შიოლაშვილმა და ცოტნე ზურაბიანმა მიიღეს.

სემინარი ამერიკული მხარის ორგანიზებით და მხარდაჭერით გაიმართა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.44
  • 3
  • 3.43
  • 0.04
  • 0.6
  • 1.44