კახა კალაძემ კრწანისის მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა

ხუთშაბათი, 14 სექტემბერი, 2017 - 20:12

 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე კრწანისის მოსახლეობას შეხვდა და მაჟორიტარობის კანდიდატი თემურ გორგაძე წარუდგინა.

კახა კალაძის თქმით, მას სრულად აქვთ გააზრებული ის პასუხისმგებლობა, რომელსაც თბილისის მერობა აკისრებს.

„კარგად მაქვს მაქვს გააზრებული, თუ რას ნიშნავს იყო ქალაქის მერი, რამხელა პასუხისმგებლობა და რა გამოწვევებია, თუმცა მივიღე ეს გადაწყვეტილება და შემოვედი ამ ბრძოლაში ერთი მიზეზის გამო: დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლაში არ ვიქნები მარტო, ზურგს გამიმაგრებს თქვენისთანა ადამიანები - რიგითი თბილისელები და ჩვენ ერთად შევძლებთ პრობლემების მოგვარებას,“ - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

მისი თქმით, მას აქვს მკაფიო ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა აღიკვეთოს ქაოტური განაშენიანება, გაუმჯობესდეს ეკოლოგიური მდგომარეობა, შეიქმნას მეტი მწვანე სივრცე, გაუმჯობესდეს და პოპულარული გახდეს მუნიციპალური ტრანსპორტი და განხორციელდეს ახალი, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები.

„ვიზუალურად წარმოვადგენთ კონკრეტულ პროექტებს, რომლებიც განთავსდება სპეციალურ ვებგვერდზე, რათა თბილისელებმა შეძლონ კახა კალაძის, თბილისის მერიის და გამგეობების კონტროლი, თუ როგორ განხორციელდება ის პროექტები, რომლებზეც ჩვენ წინასაარჩევნოდ ვსაუბრობთ,“ - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

მისივე თქმით, გაგრძელდება სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები, გარდა ამისა, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და სპორტს. ამ მიზნით ქალაქში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსები აშენდება, რომლებიც ყველა ასაკის მომხმარებლისთვის იქნება განკუთვნილი.

საზოგადოებას, ასევე, მიმართა კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატმა თემურ გორგაძემ. მან მადლობა გადაუხადა კახა კალაძეს და „ქართული ოცნების“ გუნდს ნდობისთვის გამოცხადებისთვის.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეს გარყვნილ ევროპაში ხდება - სულა სულაშვილი შეცდომები შეცდომებზე დააშვებინა პოროშენკოს, ბოლომდე გააბანძა - ირაკლი ტაბლიაშვილი როგორი ლოკალური და მიკროა მთელი ქართული პოლიტიკა სააკაშვილთან შედარებით - ნიკა გვარამია საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შესთხოვოს მამაზეციერს, რომ პოროშენკო მას მაინც თუ დაიჭერს, საქართველოში აღარ გამოუშვას - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილზე ვაცხადებ, ხელისუფლება მომავალ არჩევნებში კიდევ ერთხელ გაჟიმავს ოპოზიციას - ირაკლი წერეთელი ქართულმა სახელმწიფომ დაამტკიცა, რომ ქართულ ეკლესიაში არიან პატრიარქის თუ არა, საერთოდ ადამიანის მკვლელობის მოსურნე სასულირო პირები - გაიოზ მამალაძის რჩევა ხელისუფლებას

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.47
  • 2.97
  • 3.34
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46