მიხეილ სააკაშვილი კიევში 19 სექტემბერს მხარდამჭერებთან ერთად დაბრუნდება

ხუთშაბათი, 14 სექტემბერი, 2017 - 13:12

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი კიევში 19 სექტემბერს დაბრუნდება. ამის შესახებ პოლიტიკოსმა ჩერნოვეცში,  ცენტრალურ მოედანზე გამართული აქციის დროს განაცხადა.

სააკაშვილის განცხადებით, ის კიდევ რამდენიმე ქალაქში გამართავს შეხვედრებს, 19 სექტემბერს კი მხარდამჭერებთან ერთად კიევში ჩავა.

"გზად გავიგე, რომ დღეს კიევის მფარველი წმინდანის მთავარანგელოზ მიქაელის ხსენების დღეა, კიევი სასწრაფოდ უნდა გადავარჩინოთ.  ჩვენ ყველანი კიევში უნდა შევიკრიბოთ", -  განაცხადა სააკაშვილმა აქციაზე.

 NewsOne- სთვის მიცემულ ინტერვიუში სააკაშვილი აქციებს აანონსება,  ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვით, თუმცა თავად არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 26 ივლისს ჩამოართვეს, როდესაც ის აშშ-ში იმყოფებოდა.  სააკაშვილი ამერიკის შემდეგ ევროპის ქვეყნებს ეწვია -  პოლონეთში, ლიტვაში, უნგრეთსა და შვეიცარიაში შეხვედრები გამართა, 10 სექტემბერს კი  უკრაინისკენ გამოემართა.კრაკოვეცისა და პერემიშლის სასაზღვრო პუნქტებიდან უკრაინაში შესვლის უშედეგო მცდელობის შემდეგ,  შეგინის სასაზღვრო პუნქტთან მივიდა. უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა მისმა  მხარდამჭერებმა საზღვართან მოწყობილი  კორდონი გაარღვიეს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეიჭრნენ და სააკაშვილი ნეიტრალური ტერიტორიიდან უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.  

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.45
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46