Focus-მა პუტინი ძაღლს შეადარა, რუსეთის საელჩო ბოდიშის მოხდას მოითხოვს

ხუთშაბათი, 14 სექტემბერი, 2017 - 12:53

გერმანული ყოველკვირეული პოლიტიკური ჟურნალ Focus-ის მიერ  რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართ  შეურაცხმყოფელი გამონათქვამის გამო, გერმანიაში რუსეთის საელჩო გაზეთის რედაქციისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს.

 საელჩო არ გამორიცხავს, რომ გამოცემამ  შეცდომა დაუშვა და ჟურნალის რედაქტორისგან მობოდიშებას ელის.

თავის მხრივ, ჟურნალის რედაქცია არ თვლის, რომ შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის პრეზიდენტს. მათივე განმარტებით,  ტერმინი  "ძაღლი" (der Hund) გერმანულად ასოცირდება როგორც  "კერკეტი კაკალი" (harter Hund) და რომ  პრობლემა რუსულ თარგმანშია.

როგორც დიპლომატიური კორპუსის პრეს-სპიკერი  დენის მიკერინი აცხადებს, დღევანდელ დაძაბულ დროში, მათ შორის, რუსულ-გერმანულ ურთიერთობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყოველი სიტყვა და გამონათქვამი კარგად იყოს გააზრებული, ან  მასზე პასუხისმგებლობის აღება უნდა შეგეძლოს.

სტატია ანგელა მერკელისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრას ეხებოდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მერკელს ძაღლების ეშინია და არა ძაღლი-პუტინის. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61