Agile Spirit 2017“-ისფარგლებში სპორტულ-კულტურული ღონისძიებები გაიმართა

ხუთშაბათი, 14 სექტემბერი, 2017 - 11:32

 მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2017“-ის ფარგლებში, ორფოლოს პოლიგონზე და ქ. ახალციხეში სპორტულ-კულტურული ღონისძიებები გაიმართა. შეჯიბრებებში საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებმა, ადგილობრივმა მოსახლეობამ და მოხალისეებმა მიიღეს მონაწილეობა.

შეჯიბრებები მკლავჭიდში, ბაგირის გადაწევაში და მინი-ფეხბურთში გაიმართა. სპორტულ ღონისძიებების ფარგლებში, 3.2 კილომეტრიანი მარათონიც გაიმართა. გარბენმა სტარტი ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრიდან აიღო და რაბათის ციხე-სიმაგრეზე დასრულდა. გამარჯვებულ სამხედროებს და სამოქალაქოებს საპრიზო ადგილების მიხედვით შესაბამისი ჯილდოები და საჩუქრები გადაეცათ.

სპორტულ-კულტურული ღონისძიების ბოლოს, რაბათის ციხე-სიმაგრეზე კონცერტიც გაიმართა, სადაც ადგილობრივმა მომღერლებმა, ქორეოგრაფიულმა და სამეჯლისო ანსამბლებმა მიიღეს მონაწილეობა.

მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2017” საქართველოს შეიარაღებული ძალების და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ევროპისა და აფრიკის ძალების ორგანიზებით ორფოლოს პოლიგონზე და ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრში ჩატარდა. წვრთნებში შვიდი ქვეყნის 1500-ზე მეტმა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა.

სწავლება სამეთაურო საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავდა. „Agile Spirit 2017” 11 სექტემბერს, ორფოლოს სასროლეთზე საჩვენებელი სწავლებით დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59