პარიზელებს მტრედებისგან მტაცებელი ფრინველები დაიცავენ

ოთხშაბათი, 13 სექტემბერი, 2017 - 22:30

პარიზის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მტრედებს მტაცებელი ფრინველებით დააფრთხობენ, - იუწყება Local-ი.  გამოცემის ინფორმაციით, მტრედების მიერ დაზიანებული  ადგილობრივი შენობების შეკეთების ხარჯები წელიწადში 150 ათას ევროს შეადგენს.

კომპანიამ, რომელიც მსგავსი საკითხების მოგვარებით არის დაკავებული, მუნიციპალიტეტს არენდით  სამი კაკაჩა და ორი შევარდენი გადასცა.  ისინი  მტრედებს დააფრთხობენ და აიძულებენ, საცხოვრებლად სხვა ადგილზე გადასახლდნენ. 

მათი "სამუშაო"  ფართობი ბიუისონ სენ-ლუის ქუჩის მიმდებარე  კვარტლებია, რომლის  მცხოვრებლები  მტრედებს  სახურავებისა და ფანჯრის რაფების დაზიანებისთვის მუდმივად უჩივიან. მტაცებლებს მოსახლეობას ოფიციალურად 30 სექტემბერს პრეზენტაციაზე წარუდგენენ. 

მტრედების დასაფრთხობად მტაცებელი ფრინველები საფრანგეთში  ჩოგბურთის ჩემპიონატის დროსაც გამოიყენეს. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, მტაცებლებს  არასასურველი ფრინველების წინააღმდეგ ბრძოლის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45