ლედი გაგა ტკივილებით იტანჯება, მას ქრონიკული ფიბრომიალგია აღმოაჩნდა

ოთხშაბათი, 13 სექტემბერი, 2017 - 17:37

ცნობილ ამერიკელ მომღერალს ლედი გაგას  ქრონიკული ფიბრომიალგია აღმოაჩნდა. მომღერალმა აღნიშნულის შესახებ  Twitter-ზე დაწერა და  მის ცხოვრებასა და ამ ავადმყოფობის შესახებ მის ბოლო დოკუმენტური ფილმში ისაუბრებს. 

ლედი გაგა ამბობს, რომ ის 2013 წლიდან იტანჯება  ქრონიკული ტკივილებით და ამის მიზეზი მხოლოდ ახლა გაიგო. ფილმის მიზანი კი, რომელშიც ამ დაავადებაზეა საუბარი, ლედი გაგას თქმით, ცნობიერების ამაღლება და ხალხის გაერთიანებაა, რათა ერთმანეთს საკუთარი ისტორიები გაუზიარონ და ტკივილი შეუმსუბუქონ. 

ფიბრომიალგიით დაავადებული ადამიანები განიცდიან ქრონიკულ,  სიმეტრიულ ტკივილს მთელს სხეულში. მისი  სიმპტომები კი დარღვეული ძილი, მუდმივი დაღლილობის შეგრძნება,  მეხსიერებისა და გუნება-განწყობის გაუარესება და ყურადღების მოდუნებაა. 

დაავადება სრულად არ არის შესწავლილი და მისგან განკურნება ვერ ხდება. 

მედიკოსები ვარაუდობენ, რომ ხშირ შემთხვევაში ფიბრომიალგიის გამომწვევი მიზეზი შეიძლება ფიზიკური დატვირთვა ან ემოციური სტრესი გახდეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეს გარყვნილ ევროპაში ხდება - სულა სულაშვილი შეცდომები შეცდომებზე დააშვებინა პოროშენკოს, ბოლომდე გააბანძა - ირაკლი ტაბლიაშვილი როგორი ლოკალური და მიკროა მთელი ქართული პოლიტიკა სააკაშვილთან შედარებით - ნიკა გვარამია საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შესთხოვოს მამაზეციერს, რომ პოროშენკო მას მაინც თუ დაიჭერს, საქართველოში აღარ გამოუშვას - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილზე ვაცხადებ, ხელისუფლება მომავალ არჩევნებში კიდევ ერთხელ გაჟიმავს ოპოზიციას - ირაკლი წერეთელი ქართულმა სახელმწიფომ დაამტკიცა, რომ ქართულ ეკლესიაში არიან პატრიარქის თუ არა, საერთოდ ადამიანის მკვლელობის მოსურნე სასულირო პირები - გაიოზ მამალაძის რჩევა ხელისუფლებას

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.47
  • 2.97
  • 3.34
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46