ექსტრადირებული კანონიერი ქურდი გელა ტბილისკიი უკრაინაში ისევ დააკავეს

ოთხშაბათი, 13 სექტემბერი, 2017 - 13:09

კიევის პოლიციის თანამშრომლებმა კანონიერი ქურდი თბილისელი გელა (გელა ტბილისკიი) მეორედ დააკავეს. წარმოშობით ქართველი,  51 წლის რუსეთის მოქალაქე გელა  ჯოშუა უკრაინაში  მიმდინარე წლის აპრილში დააკავეს, თუმცა ექსტრადირებული დამნაშავე ისევ უკრაინაში აღმოჩნდა.

წარსულში  არაერთხელ ნასამართლევი მძიმე დანაშაულში - ყაჩაღობასა და  ნარკოტრაფიკინგში, 1996 წელს მოსკოვში,  კრიმინალურ სამყაროში  კანონიერ ქურდად აღიარეს.

გელა  ჯოშუამ უკრაინაში კრიმინალური დაჯგუფება ჩამოაყალიბა, რომლებიც მანქანების  ქურდობით იყვნენ დაკავებული,. გარდა ამისა, ის აწყობდა  კრიმინალურ "შეკრებებს"  და ეწეოდა  ახალგაზრდების წახალისებას  კრიმინალური დაჯგუფებების საქმიანობაში მონაწილეობისკენ.

ასევე ექსტრადაცია ელის უკრაინაში დაკავებულ კანონიერ ქურდს თენგო გალსკის.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46