საქართველოს პროკურატურამ 2012 წლიდან ძებნილი პირის დაკავება და ამერიკაში ექსტრადიცია განახორციელა

ოთხშაბათი, 13 სექტემბერი, 2017 - 13:37

საქართველოს პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად, ბავშვის მიმართ ჩადენილ სქესობრივი ხასიათის დანაშაულებთან დაკავშირებით ძებნილი ბ.მ.-ს ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიცია განახორციელა.

უზბეკეთისა და ისრაელის მოქალაქე ბ.მ. ნიუ-იორკში ჩადენილი დანაშაულისთვის 2012 წლიდან იძებნებოდა და იგი ქართველმა სამართალდამცველებმა აშშ-ს კომპეტენტური ორგანოების თხოვნის საფუძველზე საქართველოში, ქ.თბილისში, 2016 წლის დეკემბერში დააკავეს.

საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული შესაბამისი ღონისძიებების შედეგად, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით ბ.მ. -ს ექსტრადიცია მიმდინარე წლის 8 სექტემბერს განხორციელდა და იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში სასამართლოს წინაშე წარდგება.

ბ.მ.-ს ექსტრადირება საქართველოს პროკურატურის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სამართალდაცვით სფეროში მყარი თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ამერიკა და საქართველო აქტიურად აგრძელებენ თანამშრომლობას კანონის უზენაესობის დაცვისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.44
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46