შსს-ს დელეგაციამ ევროპოლის შტაბ-ბინაში ევროპის პოლიციის უფროსების ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ოთხშაბათი, 13 სექტემბერი, 2017 - 12:22

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ ნიდერლანდებში, ქალაქ ჰააგაში, ევროპოლის შტაბ-ბინაში ევროპის პოლიციის უფროსების ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ვიზიტის ფარგლებში, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ნატრიაშვილი, დელეგაციის წევრებთან ერთად, საფრანგეთის, ესპანეთის, ავსტრიის, საბერძნეთისა და კოლუმბიის პოლიციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრებზე მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ამ თანამშრომლობის შედეგად მიღწეულ შედეგებზე და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივი გეგმებზე ისაუბრეს.

საბერძნეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა დადებითად შეაფასა საქართველოს შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი და საკუთარ ქვეყანაში ანალოგიური ცენტრის შექმნის პროცესში ქართული მხარის გამოცდილების გაზიარების იმედი გამოთქვა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.68
  • 3.15
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.58