გაერო მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებულ პროცესებს თვალყურს მიადევნებს

სამშაბათი, 12 სექტემბერი, 2017 - 13:16

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია უკრაინის ტერიტორიაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ოდესის სამხარეო ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებულ პროცესებს თვალყურს მიადევნებს.

ამის შესახებ  უკრაინაში ადამიანის უფლებათა დაცვის გაეროს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ფიონა ფრეიზერმა დღეს კიევში ადამიანის უფლებათა ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა, რომელიც 2017 წლის 16 მაისიდან 15 აგვისტოს პერიოდს მოიცავს.

უფლებადამცველის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვეს, მაინც მოახერხა უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა, ახლა კი ორგანიზაცია მონიტორინგს განახორციელებს.

"რაც შეეხება ბატონ სააკაშვილს, ჩვენ, როგორც გაერო-ს სისტემის ნაწილი, ჩვენთვის ცნობილია განვითარებული მოვლენები ამ საკითხზე და გაეროს სხვადასხვა ორგანიზაციებთან ერთად,  ვითარებას დეტალურად განვიხილავთ", - განაცხადა ფრეიზერმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45