საქართველოს „112“-ის დელეგაცია ნიუ-იორკის „911“-ს ეწვია

სამშაბათი, 12 სექტემბერი, 2017 - 11:32

 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტის წარმომადგენლები, აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკში, ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში, „112“-ის დელეგაციის წევრები ნიუ-იორკის „911“-ის ქოლ-ცენტრს, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (OEM), სახანძრო/სამაშველო დეპარტამენტსა (FDNY) და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს (Northwell Health, EMS) ეწვივნენ და სამუშაო პროცესებს ადგილზე გაეცნენ.

ქალაქ ნიუ-იორკის „911“-ის ქოლ-ცენტრში საქართველოს „112“-ის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ, დისპეტჩერ/ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გასცნობოდნენ. ასევე ზარის მიღების და შეტყობინების დამუშავების პროცესს დაკვირვებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე „112“-ის წარმომადგენლებმა ამერიკულ მხარესთან ერთად განიხილეს საგანგებო შემთხვევებთან დაკავშირებული საკითხები: პრიორიტეტების და შემთხვევის ადგილმდებარეობის განსაზღვრა, გადაუდებელი დახმარებისათვის საჭირო რესურსების ეფექტური მართვა, ცრუ და არამიზნობრივი ზარების შედეგები და აღნიშნული მიმართულებით სანქციების შემუშავება.

საქართველოს შსს-ს სსიპ „112“-ის გადაუდებელი დახმარების ცენტრი აშშ-ს „911“-ის ქოლ-ცენტრის ანალოგს წარმოადგენს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 2.95
  • 3.31
  • 0.04
  • 0.42
  • 1.53