მიხეილ სააკაშვილი უკრაინელ სამართალდამცველებს პასპორტის მოპარვაში ადანაშაულებს

ორშაბათი, 11 სექტემბერი, 2017 - 14:59

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინელ სამართალდამცველებს პასპორტის მოპარვაში ადანაშაულებს.

როგორც სააკაშვილმა ლვოვში გამართულ  ბრიფინგზე განაცხადა,  მას სამართალდამცველებმა პასპორტი მოპარეს, რომელიც ავტობუსში დარჩა და დამატებით დაცვას მოითხოვს.

რაც შეეხება უკრაინის საზღვრის უკანონო გადაკვეთას, სააკაშვილი ამბობს, რომ ის უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად იმყოფება, საზღვარი უკანონოდ  არ გადაუკვეთია და რომ ის მისმა მხარდამჭერებმა ნეიტრალური ტერიტორიიდან სასაზღვრო მონაკვეთზე ხელში აყვანილი გადაიყვანეს.

სააკაშვილის თქმითვე, მან უკვე მიმართა საემიგრაციო სამსახურს, ხოლო ხელისუფლებას სასამართლოში დასჭირდება მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის კანონიერების დამტკიცება.

მიხეილ სააკაშვილი კრაკოვეცისა და პერემიშლის სასაზღვრო პუნქტებიდან უკრაინაში შესვლის უშედეგო მცდელობის შემდეგ,  შეგინის სასაზღვრო პუნქტთან მივიდა. უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა მისმა  მხარდამჭერებმა საზღვართან მოწყობილი  კორდონი გაარღვიეს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეიჭრნენ და სააკაშვილი ნეიტრალური ტერიტორიიდან უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.  

მიხეილ სააკაშვილი ახლა ლვოვში იმყოფება.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.45
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46