გიორგი თევზაძე, საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის პროცესთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ორშაბათი, 11 სექტემბერი, 2017 - 20:01

უფლებადამცველი და ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი თევზაძე, საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის პროცესთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

"საზოგადოებისათვის როგორც ცნობილია, მიმდინარეობს საქართველოს სომხეთის საზღვრის დემარკაციის რთული პროცესი. საზოგადოებისთვის ასევე ცნობილია, რომ ერთ–ერთ მონაკვეთზე სახელმწიფოთა პოზიციები დღემდე შეჯერებული არ არის, განსაკუთრებით იმ მონაკვეთზე სადაც მდებარეობს მართლმადიდებლური ჰუჯაბის ტაძარი. ისტორიულად ცნობილია, რომ წინა ქართული ხელისუფლებების უსაფუძვლო და უსამართლო ლოიალობით საქართველომ ისტორიული მიწები დაკარგა... დაუშვებელია ამ უმსგავსო და უსაფუძვლო მოქმედების შედეგს წარმოადგენს ის სახელმწიფო საზღვრები, რომელიც ჰქონდა საბჭოთა საქართველოს მეზობელ საბჭოთა ქვეყნებთან.

დემარკაცია რომ ფორმალური პროცესი იყოს არც ცალკეული მიწების ისტორიული კუთვნილების საკითხი იქნებოდა განსახილველი. სომხეთთან დასადგენი სახელმწიფო საზღრის დემარკაცია დაუშვებელია განხორციელდეს ამ დარგის ექსპერტების, ისტორიკოსებისა და საქართველოს საპატრიარქოს კომპეტენტური წარმომადგენლების ჩართულობის გარეშე. სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადაწყვეტილებამ არ უნდა დატოვოს კითხვები არც ერთ მხარეს.

ვიმედოვნებთ და დარწმუნებული ვართ, რომ დემარკაციის პროცესის ქართული მხარე მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდება ამ პროცესს და გადაწყვეტილებების მიღებისას დაიკავებს სამართლიანი და კანონიერ პოზიციას. ჩვენ განვახორციელებთ პროცესის საზოგადოებრივ მონიტრონგს და რომლის შედეგები განსაჯაროვდება მედიასაშუალებებით“, – აღნიშულია უფლებადამცველისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარის გიორგი თევზაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59