გიორგი კვირიკაშვილი ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა

ორშაბათი, 11 სექტემბერი, 2017 - 16:28

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს პოზიტიურად აფასებს და ქვეყნის მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს მიესალმება, - ამის შესახებ ბრიჯიტ ბრინკიმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა.

მხარეებმა საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ქვეყანაში დაგეგმილ რეფორმებზე, ასევე - საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტზე ისაუბრეს.

პრემიერის შეფასებით, ვიცე-პრეზიდენტ პენსის ვიზიტმა საქართველოში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ-ი საქართველოს ერთგული მეგობარი, სანდო გეოპოლიტიკური მოკავშირე და უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია. შეხვედრისას, ასევე ხაზი გაესვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, ეკონომიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს.

შეხვედრას აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იან კელი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59