კახა კახიშვილი პრობაციის მესამე მსოფლიო კონგრესში მონაწილეობს

ორშაბათი, 11 სექტემბერი, 2017 - 12:40

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის ხელმძღვანელობით, უწყების დელეგაცია, აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროს (INL) მხარდაჭერით, პრობაციის მესამე მსოფლიო კონგრესში მონაწილეობს. კონგრესი 9-15 სექტემბერს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარეობს.

მსოფლიო კონგრესი პრობაციის სფეროში ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომლის მიზანია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემების განვითარების ხელშეწყობა და აღნიშნული მიმართულებით გლობალური ქსელის გაფართოება. საქართველოს პრობაციის ეროვნული სააგენტო, რომელიც 2010 წლიდან პრობაციის ევროპული კონფედერაციის (CEP) წევრია, პრობაციის მსოფლიო კონგრესში პირველად მონაწილეობს.

ამასთან, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, კახა კახიშვილი იაპონიის იუსტიციის მინისტრს, იოკო კამიკავას შეხვდება. შეხვედრის მიზანი იაპონურ მხარესთან თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების ურთიერთგაზიარებაა.

კახა კახიშვილი იაპონელ კოლეგას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებების დაცვისა და სარეჟიმო პირობების უზრუნველყოფის, პენიტენციური ჯანდაცვის გაუმჯობესების, პატიმრობის ალტერნატიული სასჯელების განვითარების, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და დასაქმების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებს გააცნობს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.43
  • 3
  • 3.45
  • 0.04
  • 0.59
  • 1.43