მიხეილ სააკაშვილისა და მისი მომხრეების მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთას სამხედრო პროკურატურა შეისწავლის

ორშაბათი, 11 სექტემბერი, 2017 - 11:36

 საქართველოს  ყოფილი პრეზიდენტისა  და ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილისა და მისი მომხრეების მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთასთან დაკავშირებით, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური პროკურატურას მიმართავს.

აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელი აცხადებს.

საქმეს სამხედრო პროკურატურა შეისწავლის.

"სამხედრო პროკურატურის გამომძიებლები დაადგენენ, რაც მოხდა. მოაგროვებენ მტკიცებულებებს და  სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით მისცემენ კვალიფიკაციას. ამ დაჯგუფებამ უკანონოდ გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი, დაზიანებები მიაყენეს სამხედრო მოსამსახურეებს. არ არის გამორიცხული, სხვა ბრალდებებიც გამოჩნდეს", - განაცხადა მან.

მიხეილ სააკაშვილი კრაკოვეცისა და პერემიშლის სასაზღვრო პუნქტიდან უკრაინაში შესვლის უშედეგო მცდელობის შემდეგ,  შეგინის სასაზღვრო პუნქტთან მივიდა. უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა მისმა  მხარდამჭერებმა საზღვართან მოწყობილი  კორდონი გაარღვიეს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეიჭრნენ და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილი ლვოვში ჩავიდა და პოლიტიკოსებთან და რადას დეპუტატებთან თათბირი გამართა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61