მიხეილ სააკაშვილის საზღვარზე გადაყვანის ორგანიზატორები და კორდონის გამრღვევები დაისჯებიან

, 10 სექტემბერი, 2017 - 23:12

მიხეილ სააკაშვილის საზღვარზე გადაყვანის ორგანიზატორები და კორდონის გამრღვევები დაისჯებიან, - აღნიშნულის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორი  იური ლუცენკო აცხადებს.

 "კანონი მოითხოვს სისხლის სამართლებრივ დევნას იმ პირებზე, ვინც ორგანიზება გაუწია  საზღვრის  უკანონო გადაკვეთას, ის პირები, ვინც თავიანთი ქმედებებით ან რჩევებით  განახორციელა ეს ქმედებები. ეს ასე მოხდება. ასევე, შეფასება უნდა მიეცეს სახელისუფლებო ინსტიტუტების ქმედებებს დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით", - აცხადებს გენერალური პროკურორი.

რაც შეეხება სახელმწიფოს ქმედებების სამართლიანობის გარკვევას მოქალაქესთან, იური ლუცენკოს თქმით, ამისთვის ერთადერთი გზა არსებობს და  მის კანონიერებას სასამართლო გადაწყვეტს. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46