ლანჩხუთის მერობის კანდიდატი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარ წარმატებაში დარწმუნებულია

, 10 სექტემბერი, 2017 - 19:59

 პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლანჩხუთის მერობის კანდიდატი ალექსანდრე სარიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარ წარმატებაში დარწმუნებულია. ის რეგიონის მერობის დანარჩენ ორ კანდიდატთან ერთად, დღეს ოზურგეთში, პრემიერ-მინისტრმა, პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა.

„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მმართველ გუნდს, რომ ნდობა გამომიცხადა და ლანჩხუთის მერობის კანდიდატად წარმადგინა. არჩევნებიდან, რა თქმა უნდა, პირველივე ტურში გამარჯვებას ველოდები. წინ ძალიან საპასუხისმგებლო, შრომატევადი და საინტერესო ოთხწლიანი პერიოდი გვაქვს. ვფიქრობ, რომ დაკისრებულ მოვალეობას ძალიან საკმარისად და ნორმალურად გავართმევ თავს, რომლითაც მოსახლეობა და მთელი რაიონი კმაყოფილი იქნება“, - განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.

„ქართული ოცნების“ სახელით, ოზურგეთის მერობის კანდიდატი ბეგლარ სიორიძე იქნება; ლანჩხუთის - ალექსანდრე სარიშვილი, ხოლო ჩოხატაურის - ირაკლი კუჭავა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.45
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46