ჩოხატაურის მერობის კანდიდატი მმართველ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის

, 10 სექტემბერი, 2017 - 18:51

 პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ჩოხატაურის მერობის კანდიდატი ირაკლი კუჭავა დღეს, პრემიერ- მინისტრმა, პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა.

მერობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ, ირაკლი კუჭავამ მმართველ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ქართულ ოცნებას“ კვლავ წარდგენისთვის, ამჯერად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერად. სამი წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. გვაქვს ზუსტი გეგმა, თუ რა უნდა გავაკეთოთ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ასევე, გვაქვს ჩვენი თანამოქალაქეების მხარდაჭერა და ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენ პირველივე ტურში, დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთ“, - განაცხადა ირაკლი კუჭავამ.

„ქართული ოცნებიდან“ ოზურგეთის მერობის კანდიდატი ბეგლარ სიორიძე იქნება; ლანჩხუთის - ალექსანდრე სარიშვილი, ხოლო ჩოხატაურის - ირაკლი კუჭავა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.68
  • 3.15
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.58