კახა კალაძე გლდანის მოსახლეობას შეხვდა

, 10 სექტემბერი, 2017 - 19:15

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე გლდანის სხვადასხვა მიკრორაიონში მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.

მერობის კანდიდატმა, მოსახლეობასთან შეხვედრისას, ყურადღება სოციალურ, ეკოლოგიურ და ინფრასტრუქტურულ საკითხებზე გაამახვილა. კახა კალაძის განცხადებით, ძველი რადიოქარხნის ტერიტორიაზე რადიოქალაქის მოწყობა იგეგმება, რომელიც სპორტულ-გამაჯანსაღებელ, გასართობ ინფრასტრუქტურას და სარეკრეაციო ზონებს მოიცავს. გარდა ამისა, რეაბილიტირდება თბილისის დენდროლოგიური პარკი.

მისივე თქმით, ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, მოხდება მუნიციპალური ავტოპარკის განახლება და მეტროსადგურების რეაბილიტაცია. გარდა ამისა, მერია მხარს დაუჭერს ტექდათვალიერების შემოღებას. თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით, მერია იზრუნებს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე, რათა დედაქალაქში მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას.

კახა კალაძის თქმით, თავის გუნდთან ერთად იმუშავებს იმისათვის, რომ დედაქალაქს ხელშესახები ცვლილებები დაეტყოს და განვითარება არამხოლოდ ცენტრალურ უბნებზე, არამედ თბილისის ყველა რაიონზე აისახოს. თბილისის მერობის კანდიდატმა, მოსახლეობასთან შეხვედრისას, ხაზი გაუსვა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და განაცხადა, რომ თბილისის რაიონებში სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრები მოეწყობა, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. გლდანის მცხოვრებლებმა კახა კალაძეს როგორც უბნის, ისე ინდივიდუალური საჭიროებები გააცნეს.

მოსახლეობასთან შეხვედრებს გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი გულია გოცირიძე, პარლამენტარები მამუკა მდინარაძე და გიორგი ლილუაშვილი ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეს გარყვნილ ევროპაში ხდება - სულა სულაშვილი შეცდომები შეცდომებზე დააშვებინა პოროშენკოს, ბოლომდე გააბანძა - ირაკლი ტაბლიაშვილი როგორი ლოკალური და მიკროა მთელი ქართული პოლიტიკა სააკაშვილთან შედარებით - ნიკა გვარამია საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შესთხოვოს მამაზეციერს, რომ პოროშენკო მას მაინც თუ დაიჭერს, საქართველოში აღარ გამოუშვას - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილზე ვაცხადებ, ხელისუფლება მომავალ არჩევნებში კიდევ ერთხელ გაჟიმავს ოპოზიციას - ირაკლი წერეთელი ქართულმა სახელმწიფომ დაამტკიცა, რომ ქართულ ეკლესიაში არიან პატრიარქის თუ არა, საერთოდ ადამიანის მკვლელობის მოსურნე სასულირო პირები - გაიოზ მამალაძის რჩევა ხელისუფლებას

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.47
  • 2.97
  • 3.34
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46