სააკაშვილი მედიას თავს დაესხა - მედიის პროფკავშირი განცხადებას ავრცელებს

, 10 სექტემბერი, 2017 - 16:35

მედიის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ლაშა მესხი განცხადებას ავრცელებს.

 „ჩემთვის, როგორც რიგითი ჟურნალისტისთვის და საქართველოს მედიის პროფესიული კავშირის ხელმძღვანელისთვის, კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ჟურნალისტის ჩაგვრა და მუშაობაში ხელის შეშლა. ის, რაც რამდენიმე წუთის წინ საქართველოს ექსპრეზიდენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტების წინააღმდეგ პოლონეთში ჩაიდინა, არის არასწორი. საჯაროდ უწოდო „აგენტები“ მედიაში დასაქმებულ ადამიანებს არის შეურაცხყოფა და პროგრესულმა პოლიტიკოსმა ეს არ უნდა იკადროს.

მეტიც, მედიაზე თავდასხმის გამო, თავმოყვარე ლიდერმა ბოდიშიც კი უნდა მოიხადოს. შესაძლოა საზოგადოებრივი მაუწყებლის ან „იმედის“ სარედაქციო პოლიტიკა, ან მენეჯმენტის საქმიანობა არ იყოს მოსაწონი, მაგრამ კონკრეტული ჟურნალისტების საჯაროდ შეურაცხყოფა ამას ვერ ამართლებს.

ვფიქრობ ჩვენი ქვეყანა გამოვიდა ადამიანებისთვის „აგენტების“ იარლიყების აკვრის, საჯაროდ დამცირებისა და ჩაგვრის ეპოქიდან!“, - ნათქვამია განცხადებაში/

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.97
  • 3.36
  • 0.04
  • 0.71
  • 1.45